Monday, October 3, 2011

"ზღაპრის სამყაროში"

პროექტის დასახელება:  "ზღაპრის  სამყაროში"
სკოლა: შუაფარცხმის საჯარო სკოლა
პროექტის ხანგრძლივობა: სამი კვირა
სამუშაო ჯგუფი: მასწავლებელი– ი. დოლიძე, ნ.კალანდაძე, ს.ზაქარეიშვილი, მ. კობალაძე, თ. კალანდაძე.
დასაბუთება: ვინაიდან ეს პრობლემა გლობალურია ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად გაგვეხორციელებია ეს პროექტი. პროექტში მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. ჩვენი სასწავლო სააღმზრდელო მუშაობის შედეგად აღმოჩნდა , რომ ბავშვების წიგნიერების დონე დაბალია. ისინი ნაკლებად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. ბავშვები ყურადღება ძირითადად მიპყრობილია თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი, ამიტომ ნაკლებად აინტერესებთ წიგნი, მატ ჭირდებათ მეტი ფანტაზიის უნარის განვითარება, ლოგიკური ზროვნების ჩამოყალიბება, წერის  ტექნოლოგიების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მიზნები: ჩვენი ჩატარებული სამუშაო უშვალო კავშირშია სწორ და მიზანმიმართულ სწავლებათან.
პროექტი –––– „ზღაპრის სამყაროში“
„ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ“
პრობლემა: გვაქვს პრობლემა მოსწავლეების წიგნიერებასთან დაკავშირებით , ამიტომაც მოვიფიქრეთ ერთობლივი პროექტი დაწყებითი კლასებისათვის.
ამოცანები: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გავაცანით პროექტის ამოცანები და შინაარსი.
მოსწავლეებმა თავისი ფანტაზიით და უნარით უნდა შექმნან ზღაპარი მათი ასაკის შესაბამისად.ზღაპარი უნდა იყოს ხელნაწერი და შეკრული წიგნად. ბავშვებმა თავისით უნდა გააკეთონ ილუსტრაციები. ჩატარდება პრეზენტაცია, რასაც შეაფასებს ჟიური შესაბამისი საპრიზო ადგილებით
მასალა: ფანქარი, ფერადი ქაღალდი, წებო, საღებავები.
სამიანობები და ღონისძიებები:
  1. მუშა ჯგუფის შექმნა;
  2. დავალების განაწილება;
  3. თვალსაჩინოების დამზადება პროექტისათვის ;
  4. ჟიურის წარდგენა;
  5. სიგელების დაბეჭდვა –მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები:
  1. მოსწავლისათვის წიგნის სიყვარულის და ინტერესის გაღვივება;
  2. ლოგიკური აზროვნების განვითარება ;
  3. ფანტაზიის უნარის განვითარება;
  4. მეტყველების დახვეწა;
  5. ზღაპრის ჟანრის გათავისება;
  6. დამოკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება;
  7. შემოქმედებითი უნარის განვითარება.
საქმიანობები:
  1. ადმინისტრაციისათვის პროექტის წარდგენა;
  2. პროექტის ფოტოგადარებით უზრუნველყოფა;
  3. დარბაზის მორთვა პრეზენტაციისათვის;
  4. პრიზების დაწესება შესაბამისი კრიტერიუმებით;
  5. ხარჯთაღრიცხვა.